17.იანვარი .2021 20:00

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთად

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთად
views 422
უკან

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 247805-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 232993-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 21-ით 2867-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 472 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3659 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 649 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +23,586; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 3,568,209. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,960,431. გარდაცვლილთა რაოდენობა 65,566 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 481 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +7,550; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,380,665, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,254,052. გარდაცვლილთა რაოდენობა 23,832 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 168 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +5,990; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,160,682, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 865,960. გარდაცვლილთა რაოდენობა 20,802, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 116 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +351; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 164,586, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 152,772. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,992 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +322; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 227,273, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 215,268. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,009 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11 ადამიანი.

წყარო - Wordlometers