მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5f984537f34a2
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.20 20:00
1059
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 32127-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 12632 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 23-ით, 238-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3757 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3847 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2238 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +16,550; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,547,774. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,158,940. გარდაცვლილთა რაოდენობა 26,589 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 320 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +6,677; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 355,601, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 145,336. გარდაცვლილთა რაოდენობა 6,590, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 126 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,198; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 363,999, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 316,008. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,874 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 75 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,600; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 80,410, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 51,814. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,222 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 26 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +663;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 51,149, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 41,693. გარდაცვლილთა რაოდენობა 688 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 9 ადამიანი.