მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5fb69b8fe73ae
BM.GE
19.11.20 20:21
763
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 93092-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 73877 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 37-ით 853-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2186 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5833 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3518 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +23,610; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,015,608. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,526,656. გარდაცვლილთა რაოდენობა 34,387 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 463 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +13,357; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 583,510, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 266,479. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,369, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 257 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +4,215; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 425,628, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 361,655. გარდაცვლილთა რაოდენობა 11,820 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 116 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,520; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 121,979, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 88,388. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,870 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 31 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +2,597; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 83,994, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 59,465. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,053 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 25 საათში 23 ადამიანი.