მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5fb7fe2c73b84
BM.GE
20.11.20 21:22
639
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 96860-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 77932 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 37-ით 894-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2226 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5879 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3411 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +24,318; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,039,926. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,551,414. გარდაცვლილთა რაოდენობა 35,311 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 461 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +14,575; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 598,085, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 274,324. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,598, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 229 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +5,103; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 435,273, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 367,592. გარდაცვლილთა რაოდენობა 12,084 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 141 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,667; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 123,646, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 90,754. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,900 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 30 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +3,169; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 87,163, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 60,869. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,079 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 25 საათში 26 ადამიანი.