მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5fba96dd2da93
BM.GE
22.11.20 20:42
773
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 104732-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 85639 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 49-ით 976-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2226 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5879 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3411 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +24,581; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,089,329. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,595,443. გარდაცვლილთა რაოდენობა 36,179 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 401 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +12,079; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 624,744, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 286,917. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,951, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 138 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +5,103; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 440,805, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 370,825. გარდაცვლილთა რაოდენობა 12,219 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 135 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,385; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 126,224, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 94,090. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,952 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 21 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +3,196; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 93,094, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 63,841. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,131 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 25 საათში 24 ადამიანი.