მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5fbbe4bd8eb18
BM.GE
23.11.20 20:22
707
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 108690-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 89170 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 36-ით 1012-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2137ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6221 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3736 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +25,173; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,114,502. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,611,445. გარდაცვლილთა რაოდენობა 36,540 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 361 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +10,945; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 635,689, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 291,060. გარდაცვლილთა რაოდენობა 11,075, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 124 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +6,017; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 446,822, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 374,637. გარდაცვლილთა რაოდენობა 12,358 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 139 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +485; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 126,709, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 95,099. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,976 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 24 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +2,187; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 95,281, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 64,475. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,160 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 25 საათში 29 ადამიანი.