მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5fc12ef5c6e58
BM.GE
27.11.20 20:48
874
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 123470-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 102270-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 37-ით 1161 -მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6251 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3863 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +27,543; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,215,533. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,712,174. გარდაცვლილთა რაოდენობა 38,558 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 496 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +16,218; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 693,407, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 326,238. გარდაცვლილთა რაოდენობა 11,909, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 192 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +7,657; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 503,738, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 388,771. გარდაცვლილთა რაოდენობა 13,014 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 174 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,476; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 132,346, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 105,149. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,090 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 22 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +3,712 ; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 109,813, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 69,931. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,291 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 35 ადამიანი.