19.ნოემბერი .2019 12:43

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

views 379
უკან

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა.

დიზელის საწვავლზე „ევრო 5“-ის სტანდარტი 2020 წლის პირველი იანვრიდან აღარ ამოქმედდება.

მთავრობის დაგდენილების მიხედვით, მისი ამოქმედების ვადამ 2021 წლამდე გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილება 15 ნოემბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა