მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ძალიან მოძველებული ავტობაზა გვაქვს" - ვახტანგ ბუცხრიკიძე

628a189c5bbec
თათია კაკიაშვილი
22.05.22 15:20
3002
„საქართველოში ძალიან მოძველებული ავტობაზა გვაქვს, რაც უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას ქმნის“, - ამის შესახებ BMG-სთან თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს.

„არსებული ავტოპარკის საშუალო ვადიანობა 10-12 წელია, რაც, პირველ რიგში, ხარისხის მიღების უმთავრესი პრობლემაა; მეორე - ეს, რა თქმა უნდა, გარემოზე ახდენს ცუდ ზეგავლენას. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და, ალბათ, „ჰიუნდაი“ და ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში ლიდერები არიან, შეძლებენ ავტობაზის განახლებას და „გაახალგაზრდავებას“. ამისთვის საჭიროა, ბიზნესებმა თვითონ ქვეყნის ეკონომიკა გავზარდოთ, რადგან თუ დღეს საქართველოში ახალი ავტომობილების წილი „ჰიუნდაის“ შემთხვევაში 20-25%-ია, ეს რიცხვი უნდა გაიზარდოს.

რაც შეეხება მეორად მანქანებს, ძველი ბაზა ყველა ვარიანტში გასავითარებელია. ეს რომ ჩანაცვლდეს, ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ადამიანებს მეტი შემოსავალი უნდა გაუჩნდეთ და, რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ, მათ კმაყოფილებას და ბედნიერებას გაზრდის; მეორე მხრივ, გარემოს რადიკალურად გააუმჯობესებს,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ამავე თემაზე „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა დასძინა, რომ „თუ კანონმდებლობა არ შეიცვალა და ამ მიმართულების კურსის აღება არ მოხდა, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება“.