საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. 2021 წლის პირველ 7 თვეში ქვეყანამ სულ 7.83 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 11%-ით მეტია. მოხმარებული ელექტროენერგიის მატება ქვეყანაში გააქტიურებულ ეკონომიკურ აღდგენაზე მეტყველებს.
უფრო კონკრეტულად, 2021 წლის პირველ 7 თვეში თბილისის მოსახლეობამ, ანუ "თელასის" აბონენტებმა 1.37 მილიარდი კილოვატ საათი მოიხმარეს, ხოლო დანარჩენი რეგიონების მოსახლეობამ, ანუ "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებმა 2.26 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია.
ესკო-ს ინფორმაციით, 1.76 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია მიეწოდა წელს ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი მთელ თბილისზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.
1.84 მილიარდი კილოვატ საათი იყო ე.წ. "პირდაპირი მომხმარებლების", ანუ მსხვილი კერძო კომპანიების მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა წლის პირველ ნახევარში. მათ შორის ყველაზე მეტ დენს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" და მის შემადგენლობაში შემავალი “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” მოიხმარს, რომელმაც 714 მილიონი კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგია მიიღო, რაც მთლიანად საქართველოს ელექტრომოხმარების 9.1%-ს შეადგენდა.
2021 წლის პირველ 7 თვეში საქართველომ იმპორტის სახით 1.70 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 117%-ით მეტია. იმპორტის წილი წელს ადგილობრივ ელექტრომოხმარებაში 22%-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება