საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს 11 937,3 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 6,5 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც წარმოების მოცულობისა და მომსახურების დარგების გაფართოებით, ასევე შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით.
რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, 2018 წლის მონაცემებით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 408,3 მილიონი მ3, რაც წინა წელთან შედარებით 1,3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1 809,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, რაც წინა წელთან შედარებით 0,8 პროცენტით ნაკლები.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2017 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა შინამეურნეობების სექტორში (3,7 პროცენტით ნაკლები). შემცირების მიზეზი უმთავრესად თბილი ზამთარი იყო.
გარდა ამისა, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 240,0 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი - წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით ნაკლები, რაც გარკვეულწილად ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებით აიხსნება.
საერთო ჯამში, ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 34,5 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (28,9 პროცენტი) და ელექტროენერგია (23,3 პროცენტი).
წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 6,2 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 7,1 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?