ელექტრონული კომერციის ასოციაცია “იკომერსის ხმის” პრეზიდენტის, თამარ გოგოლაშვილის განცხადებით, ბოლო ორ წელში ონლაინ გაყიდვები საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ბაზარზე ბევრი ახალი ონლაინ მაღაზიის შემოსვლით და მომხმარებლების შეცვლილი ქცევითაა განპირობებული.
“საქართველოში ელექტრონული კომერცია ყოველწლიურად 10-20%-ით იზრდება. ახლა ელექტრონული კომერციის ჯამური წილი საქართველოში დაახლოებით 2%-მდეა. ამ მაჩვენებლის გაზრდას მომდევნო წლების განმავლობაში 10%-მდე ველოდებით. ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს, თუმცა ფაქტია, რომ ელ.კომერცია კიდევ გაიზრდება და საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდება. თუ ასეთი სწრაფი ტემპებით წავედით, შესაძლოა, 10%-ს ხუთ წელში მივაღწიოთ.” - განმარტა მან BMG-სთან ინტერვიუში.
თუმცა თამარ გოგოლაშვილის თქმით, სწრაფად წინსვლის პროცესს თავად ბიზნესები არ უნდა ჩამორჩნენ.
“მნიშვნელოვანი ცვლილებები წინ არის, იმისთვის, რომ ელექტრონული კომერცია გაიზარდოს, მხოლოდ მოთხოვნის ზრდა საკმარისი არ არის, რადგან გადაწყობა ბიზნესმაც უნდა მოახერხონ, რათა გამართულად იმუშაონ", - განაცხადა “იკომერსის ხმის” პრეზიდენტმა.
რაც შეეხება პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის საკითხს და შედეგად, ონლაინ ვაჭრობის შესაძლო შემცირების საკითხს, ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პანდემიას ონლაინ კომერციაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან მომხმარებლების ქცევა უკვე შეცვლილია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ