მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება მცირდება - კვლევა

5e4af1e33fee4
თამთა ჯიჯავაძე
18.02.20 00:17
3480
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება მცირდება, - ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიერ ღვინის სექტორის კვლევაში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყოველწლიურად ღვინის მოხმარება სტაბილურად მცირდება 2010 წლის შემდეგ, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მოცულობა 29 ლიტრს შეადგენდა. 2019 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 20 ლიტრს ჩამოსცდება.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მონაცემებით, ერთი ქართველი ადამიანი (+15) 2016 წელს 24,6 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა“, - წერია კვლევაში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დოკუმენტის მიხედვით, მოხმარების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ჩინეთში. ასევე ღვინის მოხმარება იზრდება დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და ჩეხეთში. აშშ-სა და გერმანიაში კი მოხმარების დონე არ შეცვლილა.