მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

62a0a2ac8d545
მარიამ ვარადაშვილი
08.06.22 17:26
1123

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკის კანდიდატურა წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის მოქმედ ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ვადა სექტემბერში ეწურება. რაც შეეხება ახალ ელჩს, ის ამჟამად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის [European External Action Service] თავდაცვისა უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში მმართველი დირექტორია  .