07.სექტემბერი .2020 18:00

საქართველოში ევროპელი და ამერიკელი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ჩამოვიდნენ

views 262
უკან

მიმდინარე წლის 7-10 სექტემბერს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პირველად ესტუმრებიან გამოცდილი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები გერმანიიდან, ამერიკიდან და ბალტიისპირეთიდან.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, დღეს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებსა და სამ საერთაშორისო ექსპერტს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩაატარა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მან ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე. შეხვედრისას KPMG-ის წარმომადგენელმაც ისაუბრა საქართველოს საგადასახადო სისტემაზე.

მათი ვიზიტისას, ლოკაციების კონსულტანტები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს და შეხვდებიან არაერთ საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს, რის შედეგადაც, ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში ინვესტიციის შესაძლებლობებისა და წარმატებულად განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.

მოწვეული პროფესიონალები წარმოადგენენ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჩვენთვის”, - ამბობს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

„ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა