საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ევროპული კლასიფიკაციითა და სტანდარტებით ქართული ბრენდული სასტუმროების შეფასება დაიწყო.
უწყების ცნობით, Hotelstars Union-ს საშუალებით სასტუმროების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პლატფორმებზე განთავსდება, რაც საქართველოში ტურისტების მოზიდვას და სასტუმროების ცნობადობის გაზრდას ხელს შეუწყობს.
HOREKA Georgia-ს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე 60-მდე სასტუმრო იყო წარმომადგენელი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა მიმართა.
პრეზენტაციის ფარგლებში სასტუმროების წარმომადგენლებს HOREKA Georgia-ს პრეზიდენტმა ქეთევან მელაძემ სერტიფიკატები გადასცა.