მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს - NCDC

607426993922b
ინგა მურუსიძე
12.04.21 15:51
678
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში " ბრიტანული შტამი ცირკულირებს. როგორც NCDC-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, ევროპაში ბრიტანული შტამი 90%-ით ცირკულირებს, ხოლო საქართველოში - 50-60%-ით".

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თემაზე მისმა მოადგილემაც ისაუბრა. პაატა იმნაძის თქმით, მსოფლიოში გავრცელებულია როგორც ბრაზილიური, ისე ინდური და სხვა შტამები, თუმცა საქართველოში ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

„ბრიტანულ შტამზე ზედამხედველობას აზრი აქვს ხოლმე საწყის პერიოდში, როცა მისი ცირკულაცია იწყება. ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება, მისი განსხვავება სწორედ ის არის, რომ ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის. დღესაც, ახლაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა, რომ განსხვავებები დავიჭიროთ. ახლა მნიშვნელობა აქვს ბრიტანული შტამია თუ - არა, ეს კვლევები გრძელდება მუდმივად; ჯერჯერობით, ქვეყანაში ბრიტანული შტამია გავრცელებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.