მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის დომინანტობა რეალურია - გამყრელიძე

60d5af8b73cb3
ინგა მურუსიძე
25.06.21 14:38
498
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ინდური შტამი საქართველოში დომინანტი გახდეს.

როგორც მან მედიავებინარზე ჟურნალისტებს უთხრა, ძალიან რთულია წინასწარმეტყველება, თუ რა სახის შტამები შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ ვირუსთან ბრძოლა პირბადის და ვაქცინის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

„ინდური შტამი რომ დომინანტი გახდეს, რეალურია, მოიმატებს და მომავალი ერთი თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ ე.წ. ინდური შტამი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ცირკულაციაში. ამიტომაც მოგიწოდებთ, აიცრათ და გიდასტურებთ, უახლოეს მომავლში დიდი რაოდენობით ვაქცინა გვექნება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მედიას ვაქცინაციის მეტად ადვოკატირებისკენ მოუწოდა.