31.მარტი .2020 21:00

საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდა

views 401
უკან

საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდა. დღეიდან საქართველოში 21:00-დან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. ამის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00-დან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

10 აკრძალვა/ცვლილება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოაცხადა - მოქალაქეების საყურადღებოდ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა