მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Facebook და Instagram რეკლამა გაძვირდება

61026ebf618aa
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.21 13:06
3885
საქართველოში ფიზიკური პირებისთვის Facebook რეკლამა გაძვირდება, რისი მიზეზიც ქვეყანაში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებია. ახალი კოდექსის ფარგლებში მთავრობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს დაბეგრავს, მათ შორისაა FACEBOOK-ი, BOOKING-ი, GOOGLE-ი, YOUTUBE-, NETFLIX-ი, SPOTIFY და სხვა კომპანიები. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეს ვალდებულება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

დღგ-ით დაგებვრის ვალდებულება Facebook-ს საქართველოში არამეწარმე პირებისთვის გაწეული მომსახურებისთვის გაუჩნდებათ. შესაბამისად, რეკლამა, რომელსაც ფიზიკური პირები საკუთარი გვერდების “დასაბუსტად” ყიდულობენ დღგ-ის ოდენობით, ანუ 18%-ით გაძვირდება. თუკი მოქალაქე Facebook რეკლამაში იხდიდა $500 დოლარს და ეს გადახდილი თანხა ფაქტობრივად გადასახადებისგან თავისუფალი იყო, ახლა მას მოუწევს $590 დოლარის გადახდა, მიღებული თანხიდან $90 დოლარს Facebook-ი საქართველოში გადასახადის სახით გადაიხდის.

საკითხთან დაკავშირებით დღეს, ფინანსთა სამინისტრომ განმარტება გამოაქვეყნა. 

"უცხოელ დასაბეგრ პირს (მაგ: BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე ( საკომისიო თანხაზე), რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

იმისათვის, რომ აღნიშნულ მულტინაციონალურ კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი დრო, გაეცნონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მოახდინონ საქართველოში მათი მომხმარებლების ინფორმირება და მოამზადონ შესაბამისი ტექნიკური ბაზა, მათთან გამართული მოლაპარეკებების შედეგად, გადაწყდა აღნიშნული წესების განხორციელების ვადის გადაწევა 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე.

შესაბამისად, ის ოპერაციები, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წესები, დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრება 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.