მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია

5dbbd7643138c
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.19 11:00
1522
საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია - ამის შესახებ საუბარია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

ანგარიშის მიხედვით, სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკი “საშუალო-მაღალია”. რაც შეეხება სხვა სექტორებს, ფულის გათეთრების რისკი საშუალოდ შეფასდა: საბანკო სექტორში, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებში, უძრავი ქონების ბაზარზე;

ფულის გათეთრების რისკი "საშუალო-დაბალი" სტატუსით შეფასდა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საბროკერო კომპანიებში, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, სალიზინგო მომსახურებაში, ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ვაჭრობაში, საადვოკატო მომსახრებაში;

ფულის გათეთრების რისკი "დაბალი" სტატუსით შეფასდა: სადაზღვევო სექტორში, საკრედიტო კავშირებში, სანოტარო მომსახურებაში, საბუღალტრო და აუდიტორიულ მომსახურებაში.

რაც შეეხება ტერორიზმის დაფინანსების რისკს, აქ ძირითადად რისკები დაბალია.

რისკების შეფასების ანგარიშის მომზადებას ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობასთან მოქმედი საბჭო, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი თავმჯდომარეობს. საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგელობაში შედიოდა “ყველა კომპეტენტური ორგანოს” წარმომადგენელი(შსს, შემოსავლების სამსახური, პროკურატურა…). სამუშაო ჯგუფის ფუნქცია იყო რისკების შეფასების ანგარიშის პროექტის მომზადება და კომისიისთვის წარდგენა. ჯგუფს ევროპის საბჭოს ექსპერტმაც გაუწია მეთოდოლოგიური დახმარება. შეიქმნა თემატრი ქვეჯგუფები, რომლებიც პრაქტიკოსი ექსპერტებით დაკომპლექტდა.

რისკების შეფასების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ეროვნულ დონეზე და სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება.