მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფულის მასა გაიზარდა

6010346dc2437
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.21 09:45
4248
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 13.65 მილიარდ ლარს მიაღწია.

შედარებისთვის, წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 18.8%-ით ანუ 2.16 მილიარდი ლარით გაიზარდა. M2-ის მსგავსად, გაზრდილია სხვა მონეტარული აგრეგატებიც, მათ შორის უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულიც და ის 4.66 მილიარდი ლარია (წლიურ ჭრილში ზრდა 12.7%, ანუ 524 მილიონი ლარი).