მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში გაჩნდა არასწორი მოლოდინი, რომ ნებისმიერი პაციენტი უნდა დაწვეს საავადმყოფოში“

5fac28b9c120b
თამთა ჯიჯავაძე
11.11.20 23:30
979
ვფიქრობ, ჩვენი სისტემისთვის და მთავრობისთვისაც მოულოდნელი იყო შემთხვევების ასეთი ზრდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, ანდრია ურუშაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების მართვას თავისი ლოგიკა აქვს, მიუხედავად იმისა, რამდენია შემთხვევების რაოდენობა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პანდემიის პირველივე ეტაპზე საქართველოში გაჩნდა არასწორი მოლოდინი, რომ ნებისმიერი პაციენტი უნდა დაწვეს საავადმყოფოში.

„ექიმებიც ძირითადად არამძიმე პაციენტების მოვლით იყვნენ დაკავებული. ახლაც ეს მოლოდინები აჩენს ადამიანების სურვილს, რომ მაქსიმალურად შეეცადონ, ოჯახის წევრები, ახლობლები საავადმყოფოში მოათავსონ. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ვისთვის არის მიზანშეწონილი ჰოსპიტალიზაცია., ვინ უნდა გადავიდეს ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე. ძალიან მნიშნელოვანია ეს რესურსი იყოს ეფექტიანად გამოყენებული. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობდით რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი. როდესაც პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდა ჰოსპიტალებზე, ძირითადად საავადმყოფოები იყვნენ მართველი და შესუსტდა პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ჯანდაცვის ექსპერტმა პანდემიის მართვის კუთხით ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველი არის სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა, ეს არის მათი უსაფრთხოების დაცვა, მათი ოჯახების მხარდაჭერა და მათი მორიგეობის გრაფიკის შედგენა. რაღაც ეტაპზე ჩვენ საწოლები კი არ უნდა ვითვალოთ, არამედ რამდენი ექიმი და ექთანი არის მზად პაციენტს დახმარება გაუწიოს. ეს არის პრინციპული. და კიდევ ერთი – ეს არის დაფინანსება. სერვისების დროული, სამართლიანი დაფინანსება, რაც აუცილებელია უსაფრთხოებისთვის ეკიპირების შესაძენად, საჭირო მედიკამენტების მარაგის შესაქმნელად..“, – განმარტა ანდრია ურუშაძემ.