მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

5deb5dc3cdbbe
BM.GE
07.12.19 12:04
965
საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გერმანიის ცენტრალური მთავრობის კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „EMT“ ჯგუფის შექმნის მნიშვნელობასა და პროექტის განხორცილებისთვის საჭირო გზებზე ისაუბრეს.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფები საველე სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფენ. ისინი ინციდენტის ადგილზე მყისიერად ემერჯენსის ტიპის საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს მოემსახურებიან. „EMT” ჯგუფს ასევე შეეძლება კავკასიის რეგიონში, კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, შესაბამისი საველე დახმარება აღმოუჩინოს.

პროექტი გერმანიის ცენტრალური მთავრობის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ASB“-ის მონაწილეობითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის კოორდინაციით ხორციელდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, საქართველოში EMT ჯგუფებს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უხელმძღვანელებს.