მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გამოკითხულთა 24%-მა დაკარგა სამსახური პანდემიის დროს – ISET-ის კვლევა

5ebadee5eae07
თამთა ჯიჯავაძე
12.05.20 21:34
2089
ISET-ის მიერ ჩატარებული მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დაახლოებით 24%-მა დაკარგა სამსახური პანდემიის დროს საქართველოში.

იმ გამოკითხულთა შორის, რომლებმაც სრულად დაკარგეს სამსახური, მხოლოდ 15%-მა აღნიშნა, რომ ისინი ვეღარ დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილს. დაახლოებით 66% კი ელოდება რომ ნაწილობრივ, ან სრულად დაუბრუნდება სამუშაოს. გამოკითხულთა 19%-სთვის კი ჯერ გაურკვეველია დაუბრუნდება თუ არა სამსახურს.

ხოლო რაც შეეხება იმათ, რომლებმაც ნაწილობრივ დაკარგეს სამუშაო ადგილი კარანტინის გამო, უფრო მეტი ოპტიმისტური მონაცემები აქვთ. მხოლოდ 7% ამბობს, რომ ისინი ვეღარ დაუბრუნდებიან სრულად თავიანთ სამსახურს, ხოლო 9%-ისთვის გაურკვეველია.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა აპრილის თვეში ჩატარდა. გამოიკითხა 350 ადამიანი.

კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა რომ საქართველოში მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი აპრილში ისტორიულად დაბალ მაჩვენებლამდე შემცირდა. კერძოდ, გასულ თვეს ინდექსი მარტთან შედარებით 15,2 პუნქტით შემცირდა და –48.3 შეადგინა.