ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მისი განეიტრალების აუცილებლობაზე საუბრობს.
შარლ მიშელი საქართველოშია და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს სიტუაციის გასანეიტრალებლად მაქსიმალური მუშაობისკენ მოუწოდა.
„ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია, რაც ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაოთ სიტუაციის გასანეიტრალებლად. ჩვენი შეხვედრის დროს მე მოვუწოდებ მხარეებს დიალოგისკენ - ოპოზიციას და მთავრობას. დღის მეორე ნახევარში მე შევხვდები პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებს. მე ვიცი, რომ პოლიტიკური დიალოგი საჭიროებს აუცილებლად ლიდერშიფს, ყველა ანგაჟირებული მხარის ჩართულობას“, - განაცხადა მან.
შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს შეუძლია ეს გამოწვევა მიიღოს და დაძლიოს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და მოახდინოს კონსოლიდირება დემოკრატიული ბაზების, არა მხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თავისი ბაზების კონსოლიდაცია, რათა მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში. ადამიანების სურვილები უნდა განხორციელდეს, რომელიც ღია დემოკრატიით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით იქნება განპირობებული, რათა გამყარდეს ურთიერთობა საქართველოს და ევროკავშირს შორის. ეს მიზნები ასახულია ასოცირების შეთანხმებაში, რაც ასახავს ევროპის მხარეს და ასახავს საქართველოს ვალდებულებებს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
ინფორმაციისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია, რის გამოც ოპოზოციური პარტიების წარმომადგენლები აქციებს მართავენ; პარლამენტის წინ გაშლილია კარვები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა