მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში GLOVO-თი ყველაზე ხშირად შაურმას იძახებენ - სახალისო სტატისტიკა

61f925edb113a
თათია კაკიაშვილი
01.02.22 16:31
1570
საქართველოში GLOVO-ს სერვისით ყველაზე ხშირად შაურმას უკვეთავენ, ხოლო თბილისი GLOVO-ს TOP-10 „უტკბესი“ ქალაქის რეიტინგში მესამეა; საქართველო კი TOP-10 „უტკბესი“ ქვეყნების რეიტინგში ათეულის ბოლოშია - ეს GLOVO-ს სახალისო, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის ნაწილია.

ჩვენი ქვეყანა ამ სტატისტიკურ მონაცემებში რამდენჯერმე გვხვდება: ერთხელ, როცა 2021 წლის პირველი შეკვეთა შესრულდა - ეს იყო Happy meal მენიუ „მაკდონალდსიდან“, ხოლო 2021 წლის ბოლო შეკვეთა საქართველოში სუპერმარკეტიდან 1 ბოთლი „ვისკი“ იყო.

წლის განმავლობაში ყველაზე დატვირთული პერიოდი GLOVO-სთვის საქართველოდან 10 ნოემბრის 14:55 საათი აღმოჩნდა: სისტემაში ერთდროულად 600-ზე მეტი შეკვეთა აღირიცხა.

რაც შეეხება სხვა სახალისო გლობალურ მონაცემებს, "გლოვოს“ ყველაზე უცნაურ შეკვეთებს შორისაა: 40 ყუთი საფაღარათო საშუალება ბარსელონაში; განქორწინების დოკუმენტები მონტენეგროში; მწერები ანაკონდასთვის საქართველოში და 706 ჩაის პაკეტი პოლონეთში.

დღევანდელი მონაცემებით, GLOVO 25 ქვეყანასა და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. კომპანიისთვის ახალი გეოგრაფიული არეალი 9 ქვეყნით და 510 ქალაქით გაფართოვდა; მათ შორისაა: ბოსნია, მონტენეგრო, ბულგარეთი, სლოვენია, სომხეთი, ბელორუსია, ნიგერია, ანდორა და სიას მალე ტუნისიც დაემატება.

აქედან, კომპანიისთვის მოგებიანი TOP-3 ქვეყანაა: რუმინეთი (მომხმარებლის საშუალო დანახარჯი 7,6 ევრო); ესპანეთი (მომხმარებლის საშუალო დანახარჯი 4 ევრო) და ხორვატია (მომხმარებლის საშუალო დანახარჯი 2,9 ევრო).

2021 წელს პლატფორმას 178 000-ზე მეტი კურიერი დაუკავშირდა, რაც 2020 წელთან შედარებით, 20%-ით მეტია. ამასთან, შარშან 400 ათასი კერძი ანუ 200 კგ პროდუქტი იქნა მომხმარებლისთვის მიწოდებული.

რაც შეეხება „გლოვოს“ ყველაზე აქტიურ მომხმარებელს, ასეთი ესპანეთის მოქალაქე იყო, რომელმაც აპლიკაციით სულ 17,564-ჯერ შეუკვეთა და 129,000 ევროზე მეტი დახარჯა.

და ბოლოს, გლობალურად, GLOVO-ს სერვისს მომხმარებელი ყველაზე ხშირად დილის საათებში იყენებს. გამოძახების მხრივ, ყველაზე დატვირთული კი კვირაა, ყველაზე ნაკლებად დატვირთული - ორშაბათი.