საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორების და სამაცივრე მეურნეობების პირველი კვარტლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებზე 12 ათასი ტონა ხორცი იწარმოა.
ამ პერიოდში ქვეყანაში სულ 104 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, აქედან კახეთში 19.2%, ქვემო ქართლის რეგიონში 18.3%, იმერეთში 14.4%, შიდა ქართლის რეგიონში - 12.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 11.5%, ხოლო დანარჩენი 24% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 88.6 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 41.6% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.1% - ღორი, ხოლო 7.7% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 12.6%-ს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 495.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2022 წლის I კვარტალში 12.0 ათასი ტონა ხორცის წარმოება მოხდა (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით). ყველაზე მეტი რაოდენობით 45.3% - ფრინველის ხორცი იწარმოა. წარმოებული პროდუქტის 33.8% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, 19.9% - ღორის ხორცი, 0.8% კი ცხვრისა და თხის ხორცი იყო.
გამოკვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება 7.8 ათას პირს გაეწია, საიდანაც 37.1% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. ამასთან, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 108 კაცი შეადგინა.
აღსანიშნია, რომ ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში - 31.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის - 13.2 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 26.5 ლარი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება