მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იანვარ-ივლისში გაზის მოხმარება წლიურად 23%-ით გაიზარდა

6332bf9befa54
მარიამ ვარადაშვილი
27.09.22 13:31
599

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 თვეში გაზის მოხმარება წლიურად 23%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში გაზის მოხმარებამ დაახლოებით 1.7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.4 მილიარდი კუბური მეტრი იყო. აქედან დაახლოებით 327 მლნ კუბური მეტრი თბოელექტროსადგურებმა მოიხმარეს. 

ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% იმპორტით კმაყოფილდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტი 12%-ით 1.7 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.