მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იმპორტი $1.3 მილიარდით შემცირდა - რომელი საქონლის იმპორტმა იკლო

5fb624ab88191
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.20 12:00
1009

საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში იმპორტი $1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც 16.6%-იან კლებას ნიშნავს. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმპორტის ასეთი ვარდნა პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრზე აისახა, შედეგად ტოპ 10 იმპორტირებული საქონლიდან 9-ის იმპორტი შემცირდა. მათ შორის თანხობრივად ყველაზე დიდი კლება მსუბუქ ავტომობილებს შეეხო, რაც $306 მილიონი დოლარით (32.9%-ით) არის შემცირებული. ადგილობრივი მოხმარების კლებასთან ერთად მსოფლიოში ნავთობის ფასების კლების შედეგად, ბენზინისა და დიზელის იმპორტი $204 მილიონი დოლარით (33.1%-ით) შემცირდა, ბუნებრივი აირის იმპორტმა კი $22.5 მილიონით (9.3%-ით) იკლო.


2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების ათეული ასეთი იყო:


1. მსუბუქი ავტომობილები - $623.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -32.9%;



2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $450.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 9.5%;



3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $412.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -33.1%;



4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $252.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -13%;



5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა (ბუნებრივი აირი) - $219.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -9.3%;



6. სატელეფონო აპარატები, სმარტფონები - $131.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -18.4%;



7. ხორბალი და მესლინი - $88.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.3%;



8. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $61.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.6%;



9. სატვირთო ავტომობილები - $54 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -6.1%;



10. საბურავები - $53.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -29.4%;



11. სხვა დანარჩენი საქონელი - $4.1 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან -12.7%. 

ჯამურად, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $9.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $2.7 მილიარდი (11.1%-ით ნაკლები), იმპორტი კი $6.44 მილიარდი იყო (16.6%-ით ნაკლები).