21.ივლისი .2020 13:24

საქართველოში ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები საყურადღებოა - ამირან გამყრელიძე

views 330
უკან

"საქართველოში ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები საყურადღებოა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ იმატა.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია, ის ემორჩილება კონტროლს, მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში, შემთხვევათა რაოდენობა, თუ მანამდე იყო 2-3-4, ახლა გვაქვს უფრო მომატებული, რაც საყურადღებო ინდიკატორია და ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს 10-11 შემთხვევა. დღევანდელ ახალ შემთხვევათა რაოდენობა გვაქვს 10 და საერთოდ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დღეისათვის 1049-ია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.