მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

5dfb4926ebbbc
სალომე მეცხვარიშვილი
19.12.19 13:54
1656
პრობლემები ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებით დღეს, დაახლოებით 12:00 საათისთვის დაიწყო და ამ დრომდე ინტერნეტის მიწოდება სრულყოფილად ვერ ხდება.

ძირითადად საუბარია „მაგთიკომის“ მომხმარებლებზე, რომლებსაც ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ. აღნიშნულს კომპანიაშიც ადასტურებენ.

„მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს მათგან დამოუკიდებელ, გლობალურ პრობლემასთან. დამატებითი დეტალები, რის გამო მოხდა ინტერნეტის მიწოდების შეფერხება, რა მასშტაბები აქვს პრობლემას და როდის აღდგება ინტერნეტის მიწოდება სრულად, მაგთიკომში ჯერჯერობით ვერ გვპასუხობენ.

Bm.ge კომპანია „სილქნეტსაც“ დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მათ ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონიათ.