01.სექტემბერი .2022 14:00

საქართველოში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა - სად იყენებენ ყველაზე მეტად ინტერნეტს?

საქართველოში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა - სად იყენებენ ყველაზე მეტად ინტერნეტს?
views 791
უკან

ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 88.4%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2022 წლის გამოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო, ხოლო 3.5 პროცენტული პუნქტით სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად - 92.8% და 82.4% შეადგინა.

აღსანიშნია, რომ რეგიონების მიხედვით ინტერნეტით უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა (94.8%) და აჭარაში (93.3%) დაფიქსირდა.



გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 79.8%-მა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.4  პროცენტული პუნქტით აღემატება.

საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 85.6%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 70.9%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 79.5%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 80.2%-ს შეადგენს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 98.7%-ს შეადგენს.

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 92.8% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 6.4% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 0.8% კი - უფრო იშვიათად.