მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ისრაელის ახალდანიშნული ელჩი ჰადას მეიცადია

62fdf069a34dd
თამთა ჯიჯავაძე
18.08.22 11:47
899
საქართველოში ისრაელის ახალდანიშნული ელჩი ჰადას მეიცადია. მან განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საკუთარი წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებაში.

"ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩის რანგში.

ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა" - აცხადებს ისრაელის დანიშნული ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი.

ახალდანიშნულ ელჩს დიპლომატიურ სამსახურებში მუშაობის გამოცდილება აქვს. მან რან გიდორი ჩაანცვლა.