მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ისრაელის საელჩომ მუშაობა შეაჩერა

5db9c25e5515a
თელარა გელანტია
30.10.19 21:02
9136
„საქართველოში ისრაელის საელჩო დღეიდან, 30 ოქტომბრიდან მუშაობას აჩერებს“, - ამის შესახებ საელჩოს Facebook-ის გვერდზეა ნათქვამი.

„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ისრაელის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მთელს მსოფლიოში 30 ოქტომბრიდან მასობრივი გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტის ნიშნად უცხოეთში მდებარე საელჩო და საკონსულო განყოფილებები დახურულია.

ებრაული გამოცემების ცნობით, საელჩოები მოქალაქეებს არანაირ მომსახურებას არ გაუწევენ.

პროტესტის მიზეზად ისრაელის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება სახელდება, რომელიც უცხოეთში მდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობებისთის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს.