მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალო ტარიფი თვეში 36 ლარია

606b002caf73c
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.21 16:42
1050
საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პოლისით სულ 620,408 მოქალაქე ანუ მოსახლეობის 17% სარგებლობს. მათ 2020 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებს პრემიის სახით სულ 267.6 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგს 33.6 მილიონი ლარით აღემატება.

შესაბამისად, გასულ წელს საშუალოდ ერთმა დაზღვეულმა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში 431.2 ლარი ანუ თვეში 36 ლარი გადაიხადა. 

სტატისტიკის თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის #1 მოთამაშე "ჯიპიაი ჰოლდინგია", რომელზეც მოზიდული პრემიების 28% ანუ 74.3 მილიონი ლარი მოდის. მეორე ადგილზეა "იმედი L", რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევიდან 61.8 მილიონის პრემია მიიღო, 39.1 მილიონი ლარის მოზიდული პრემიით მესამე ადგილზე არის "არდი". 



რაც შეეხება მთლიანად სექტორის ზომას, 2020 წლის განმავლობაში ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა სულ 667 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიები მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგებს 42 მილიონით აღემატება. გასულ წელს სექტორის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის წმინდა მოგებასთან შედარებით 89%-ით მეტია.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები 2020 წელს - რეიტინგი:

1 ჯიპიაი - 128.9 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 20% ;
2 ალდაგი - 106.9 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 7% ;
3 თიბისი დაზღვევა - 89.3 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 10% ;
4 იმედი L - 71.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -15% ;
5 არდი - 59.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 10% ;
6 უნისონი - 42.1 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 17% ;
7 ირაო - 38.5 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 8% ;
8 პსპ დაზღვევა - 24.4 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 13% ;
9 ევროინსი - 23.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 46% ;
10 ბენეფიტი - 17 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -14% ;
11 ალფა - 16.9 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -20% ;
12 სადაზღვევო ჯგუფი - 11.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 32% ;
13 პრაიმი - 8.4 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან -8% ;
14 ქართუ დაზღვევა - 8.3 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -22% ;
15 ჰუალინგ დაზღვევა - 7.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -23% ;
16 ტაო - 5 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -27% ;
17 ნიუ ვიჟენ - 4.85 მლნ ლარი.
18 გრინ დაზღვევა - 2.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -16%.