16.მარტი .2020 21:44

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება

views 537
უკან

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვებგვერდზე stocov.ge-ზეა განთავსებული. 

ამავე ვებგვერდის ცნობით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 64 პირი.

შეგახსენებთ, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული.