კასპერსკის ლაბორატორიის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში ფინანსური მავნე პროგრამების და გამოსასყიდი პროგრამების თავდასხმები კომპიუტერის მომხმარებელთა წინააღმდეგ საქართველოში შესუსტდა, ხოლო კრიპტომაინერების თავდასხმები ინტერნეტის საშუალებით (ვებ -შეტევები) და ადგილობრივი საფრთხეები გაძლიერდა, მაშინ როცა პირველ კვარტალში თავდასხმულთა წილის კლების ტენდენცია გაგრძელდა.
ამრიგად, „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით საანგარიშო პერიოდში ფინანსური მავნე პროგრამების შეტევები ნულამდე შემცირდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის აპრილ-ივნისში 0,4% იყო.
ამა წლის მეორე კვარტალში, იმ მომხმარებელთა წილი, რომლებმაც გამოსასყიდი პროგრამების თავდასხმა განიცადეს 0,1%-დან შემცირდა 0,06%-მდე, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
საქართველოში 2022 წლის აპრილ-ივნისში იმ მომხმარებელთა წილი, რომელსაც თავს დაესხნენ ფარული კრიპტომაინერები 1,14% იყო, 2021 წლის მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 0,38%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, მკვეთრად გაიზარდა კომპიუტერების მომხმარებელთა წილიც, რომლებსაც თავს დაესხნენ ინტერნეტის საშუალებით: 2022 წლის მეორე კვარტალში დარეგისტრირდა ასეთ მომხმარებელთა 9,37%, წინა წლის 4,45%-თან შედარებით.
ზრდა დაფიქსირდა ლოკალური საფრთხეების სფეროშიც (მავნე პროგრამა, რომელიც შედის მოწყობილობებში სხვადასხვა მოსახსნელი მედიიდან, როგორიცაა სმარტფონები, USB ფლეშ დრაივები ან მეხსიერების ბარათები): საქართველოში მომხმარებელთა წილმა, რომლებიც შეეჯახნენ მსგავსი სახის ადგილობრივ საფრთხეებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შეადგინა 15,35%, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 8,93%-ს შეადგენდა.
"იმისათვის, რომ არ გახდნენ კიბერშეტევების მსხვერპლი, კომპანიის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ პერსონალურ მომხმარებლებს არ მიჰყვნენ საეჭვო ბმულებს სოციალურ ქსელებში, ფოსტასა და მყისიერ მესინჯერებში, ეჭვით მოეკიდნონ მომგებიან შეთავაზებებს, გამოიყენონ სხვადასხვა ძლიერი პაროლი ყველა ანგარიშზე და დააინსტალირონ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა მათ მოწყობილობაზე",-ნათქვამია ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი