მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსი 4 619 მოქალაქეს აქვს

60262b85dfe9a
ინგა მურუსიძე
12.02.21 11:27
564
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.0%.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 40, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 910, აჭარაში - 165, იმერეთში - 454.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 47, იმერეთში - 120. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში - 87, აჭარაში- 7, იმერეთში - 14.

284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 132 - თბილისში, 133 - აჭარაში, 19 - იმერეთში.
2 290 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 169, ხოლო აჭარაში - 81.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 746 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 878 პირი, აჭარაში - 647, იმერეთში - 1 355",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.