მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსი ამჟამად 1 136 მოქალაქეს აქვს - 15 სექტემბრის სტატისტიკა

5f61068e5bb89
თამთა ჯიჯავაძე
15.09.20 23:55
2056
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 136 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის COVID-19 სულ 1381-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც სულ ინფიცირებულების 54%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 495 608 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 490 207-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 133 339-ია.

15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 562 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 19 პირი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6633 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.