მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსი ამჟამად 2 291 მოქალაქეს აქვს - 22 სექტემბრის სტატისტიკა

5f6a3b14881eb
თამთა ჯიჯავაძე
22.09.20 23:55
1037
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 291 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის COVID-19 სულ 1 574-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც ინფიცირებულების 40%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 568 307 ტესტია ჩატარებული. პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 562 656-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 152 898-ია.

22 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 23 პაციენტი იმსხვერპლა. მე–23 პაციენტი დღეს გარდაიცვალა. ამასთნ, დღეს 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 988 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.