მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსი ამჟამად 4 580 ადამიანს აქვს – განახლებული სტატისტიკა

5f7f5210182aa
თამთა ჯიჯავაძე
08.10.20 23:55
754
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 580 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 338 პაციენტი.

ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 5 553-მა პაციენტმა დაამარცხა.

8 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირების 472 შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ვირუსმა 66 პაციენტი იმსხვერპლა. მათგან სამი დღეს გარდაიცვალა.

ამასთან, ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5 574 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.