05.სექტემბერი .2020 21:05

საქართველოში კორონავირუსი სულ 292 მოქალაქეს აქვს - 5 სექტემბრის სტატისტიკა

views 593
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 292 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის covid-19 სულ 1302-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც სულ ინფიცირებულების 80%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 409 323 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 404 061-ია.
NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 110 125-ია.

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 1302 პაციენტი, ხოლო ვირუსმა 19 პირი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6144 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 292 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა