მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსის 10 189 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

600b251117e08
თამთა ჯიჯავაძე
22.01.21 23:50
432
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 22 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 10 189 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 251 974 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 903 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 238 737-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 636 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 022-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 24 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 22 იანვრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 523 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 4 79 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 3 367 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 2 216 097 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 14827, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7997, PCR ტესტით - 6830.