მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 14 აგვისტოს მონაცემები

5f3635bf56b5d
BM.GE
14.08.20 10:56
1286
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 23-ით 1306-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი 17-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1085 ადამიანი.

კორონავირუსს ქვეყანაში ამ დრომდე ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, Stopcov.ge-ის მიხედვით:

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 7597 ადამიანი;
სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 261 ადამიანი;

ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა - 41-ია პირი.