15.მარტი .2020 19:20

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

views 2296
უკან

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შესაბამისად, ჯამური რიცხვია - 33. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა მოცემული.
 
ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი - 73.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი საქართველოში გამოჯანმრთელდა.