მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსის 60,000-ზე მეტი ტესტის შემოტანა იგეგმება

5e748bebecc7a
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.20 13:30
814
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის 50,000 სწრაფი ტესტის და 10,000 "ანტისხეულ-ტესტის" შემოტანას გეგმავს. თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რისკის ჯგუფად ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული პირები შეფასდნენ, რომელთაც ყველაზე დიდი ინტენსივობით ჩაუტარდებათ ტესტირებები.

"რაოდენობა, რაც ჩვენ შევაფასეთ, დაახლოებით, 50,000–ია ანტიგენ ტესტებისთვის. ანტისხეულ-ტესტებისთვის უფრო ნაკლებს დაახლოებით, 10,000-ს ვვარაუდობთ.

ეს ტესტი დაგვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ, გადატანილი აქვს თუ არა ადამიანს ეს ვირუსი. ხშირად ადამიანს გადატანილი აქვს, მაგრამ შესაძლოა, სიმპტომების გარეშე ჩაიაროს ავადობამ.

განისაზღვრა პირველი რისკ ჯგუფი, სადაც ტესტირება უნდა ჩატარდეს. ეს არის ჯანდაცვის პროფესიონალები, 70 წელზე ზემოთ პირები, ლაბორატორიის თანამშრომლები, ასევე ყველა, ვინც მივა სამედიცინო დაწესებულებაში სიცხის ჩვენებით.

ჩვენ უნდა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი, შესაბამისად, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ტესტირებისთვის.

ყველა ტესტზე ჩვენ უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობა, რომ დადებითი პასუხი არის ნამდვილად დადებითი და უარყოფითი პასუხი არის ნამდვილად უარყოფითი.

ვფიქრობთ გავაფართოვოთ PCR ტესტირება და არამხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას და ინფექციურ საავადმყოფოს, არამედ კერძო ლაბორატორიებსაც გადავცეთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 და განკურნების 1 შემთხვევა არის აღრიცხული.