07.მარტი .2020 20:30

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა

views 3311
უკან

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია BM.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც დაუდასტურეს. აღნიშნული ინფორმაცია ტვ პირველის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გააჟღერა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ - მე-13 შემთხვევაში დაინფიცირებული დავირუსდა საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ ქვეყნის შიგნით? ასევე არ არის ცნობილი, სად არის განთავსებული მე-13 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის სულ 4 ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, მათ შორის ერთ-ერთი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძეა. კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურების შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თვითონვე დაწერა.