05.მარტი .2020 11:02

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა

views 825
უკან

დღეს სპეციალურ ბრიფინგზე, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა. 

"გუშინ გვიან დადასტურდა, მეოტხე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ავადმყოფი გახლდათ ინფექციურ საავადმყოფოში კვლევებზე. მიმდინარეობს მისი კლინიკური მართვა. ბოლო შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც სიმპტომების გარეშე შემოვიდა, რის შემდეგაც განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. ჩატარდა კვლევები და ლაბორატორიულად დადასტურდა დადებითი შემთხვევა,"- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ ოთხი ადამიანი არის ინფიცირებული. აქედან ორს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.