მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 388-მდე გაიზარდა - განახლებული მონაცემები

5e9b4fb5cdc35
დავით ჯალაღონია
18.04.20 23:01
1181
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბოლო საათებში კიდევ სამით გაიზარდა და სულ 388-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია STOPCOV.GE-ზე.

გარდა ამისა, დღეს ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" მოხდა. საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობამ ოთხს მიაღწია.

როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შემთხვევა ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. გარდაცვლილი პაციენტის ასაკი 70 წელს აღემატება. 

"დღეს 21:50 საათზე დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალება, რომელიც 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში. გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს რეანიმაციაში, 13 აპრილიდან გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და დღეს სამწუხაროდ გარდაცვალება დაფიქსირდა. 

ამ პაციენტს აღენიშნებოდა ასევე თანმხლები დაავადებები კორონავირუსთან ერთად - ეს არის შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და ა.შ", - განაცხადა კლინიკა "მედალფას" წარმომადგენელმა. 

ცნობისთვის: კარანტინის რეჟიმში - 4971, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 519 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელებულია 86 პაციენტი.